08 მაისი, 2017
შავი შოკოლადი სიბერისგან გიხსნით - ამტკიცებენ მეცნიერები
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა, ასაკოვან მღრღნელებზე კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შავ შოკოლადს ჯანმრთელობაზე საკეთილდღეო გავლენა აქვს და სიბერეს ებრძვის.

2 კვირიანი ცდის მანძილზე, ასაკოვანი ლაბორატორიული თაგვები იღებდნენ ნივთიერებას, რომელსაც შავი შოკოლადი შეიცავს.

დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საცდელ თაგვებში იკლო სტრესის დონემ, მოეხსნათ ნერვული უჯრედების ანთება, რაც ორგანიზმს აახალგაზრდავებს.

მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმ ფაქტს, რომ შავი შოკოლადი არა მარტო ცუდი განწყობისგან გაგანთავისუფლებთ, არამედ დაგეხმარებათ სიბერესთან ბრძოლაში, ამიტომ როგორც ქალმა, ისე მამაკაცმა ამ პროდუქტზე
უარი არ უნდა თქვას.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS