08 მაისი, 2017
მოიშორეთ ლაქები და ნაოჭები - ხუთ დღეში საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ
ქალბატონი, რომელმაც ეს რეცეპტი ინტერნეტქსელში გაავრცელ, ირწმუნება, რომ მისი მეშვეობით მოიშორა მუქი ლაქები და წვრილი ნაოჭები სახიდან, პირველი თვალსაჩინო შედეგი კი ხუთ დღეში მიიღო.

რეცეპტი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება და კანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ზედმეტად ალერგიული არ ხართ.

ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი გლიცერინი.
1 ჩაის კოვზი თაფლი.
2 ჩაის კოვზი ხორბლის ღივის ზეთი.
რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი.
1 კაფსულა ვიტამინი E.

მომზადების წესი:
ეთერზეთის გარდა , ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ.
როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ეთერზეთი - ნიღაბი მზად არის.

გამოყენების წესი:
ნაზად წაისვით კანზე, ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას.
ამ ნიღბის რეგულარული გამოყენება ატენიანებს, კვებავს და არბილებს კანს, წვრილ ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS