გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, А, Е, С და В ჯგუფის ვიტამინებს. ის მაღალკალორიულია და ამიტომაც დიეტის პერიოდში ორგანიზმს საჭირო ენერგიითა და ნითიერებებით მოამარაგებს ისე, რომ წონაზე გავლენას არ იქონიებს.
ეს ჯადოსნური სასმელი ეგრეთ წოდებული ქუნჯუთის რძე გახლავთ.
ინგრედიენტები:
100 გრამი მოუხალავი
2 ჩაის კოვზი თაფლი.
1 ლიტრი წყალი.
მომზადების წესი:
ქუნჯუთი მთელი ღამით ჩაალბეთ წყალში. დილით მარცვლებს წყალი გადაუწურეთ. გადაწურული წყალი შეინახეთ, მარცვლებს კი რამდენჯერმე გაავლეთ წყალი და ბლენდერში ჩაყარეთ, დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი, თაფლი და დააქუცმაცეთ. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი წყალი და კვლავ ბლენდერის მეშვეობით აურიეთ.
ასე თქვენ მიიღებთ 1 ლიტრ ქუნჯუთის რძეს.
გამოყენების წესი:
დალიეთ 1 ჭიქა ქუნჯუთის რძე დილით უზმოზე.
ტკბილეულის მოთხოვნილება რამდენიმე დღეში უკვე აღარ შეგაწუხებთ. გაივლის სისუსტისა და დაღლილობის გრძნობაც. ორგანიზმი კალციუმს უფრო ადვილად აითვისებს.
ქუნჯუთის რძე, ასევე, ამაგრებს ძვლებს და ფრჩხილებს. იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან.
გახსოვდეთ: მოხალული ქუნჯუთი მთლიანად კარგავს სასარგებლო თვისებებს.
სოფიო ბულაური