05 მაისი, 2017
შაქრის სკრაბი ტანისთვის - დაუბრუნეთ კანს სიმკვრივე და ჯანმრთელი იერი
მკვდარი უჯრედებისგან გასუფთავება სახის კანთან ერთად დროდარო ტანსაც სჭირდება. ამისთვის შეგიძლიათ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შინ მომზადებული საშუალებები გამოიყენოთ.

უამრავ ხალხურ საშუალებებს შორის ერთ-ერთია შაქრის სკრაბი.

ნებისმიერი ტიპის კანისთვის

შეურიეთ ერთმანეთში 50 გრამი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 20 გრამი თაფლი, 3 წვეთი ლიმონის ზეთი, 1 ჩაის კოვზი დაფქული ყავა.

მოდუნებული და გამონაყარის მქონე კანისთვის

აურიეთ ერთმანეთში 50 გრამი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი ყურძნის წიპწების ზეთი, 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ზეთოვანი ექსტრაქტი
და 3 სადილის კოვზი რძე.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS