ორეგანო ჩვეულებრივი სანელებელია, მაგრამ მას არაჩვეულებრივი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჯანმრთელობისთვის.
ამისთვის საკმარისია ყოველდღე მიირთვათ ორეგანოს ჩაი.
ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი დაფხვნილი ორეგანო ან 3 სადილის კოვზი თავშავას დაქუცმაცებული ნედლი ფოთოლი.
300 მილილიტრი მინერალური წყალი.
მომზადების წესი:
წყალი ჩაასხით ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით. ჭიქაში ჩაყარეთ ორეგანო ან თავშავას ნედლი ფოთლები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10 წუთით, ცოტათი რომ გაგრილდება, შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.
გამოყენების
დალიეთ 1 ჭიქა ორეგანოს ჩაი კვირაში 3-ჯერ. ამით თქვენ გაიუმჯობესებთ და გაიკაჟებთ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.
თუ ორეგანოს ჩაის არა პროფილაქტიკის, არამედ სამკურნალო მიზნით მიღებას გადაწყვეტთ, მაშინ კივარში 3-ჯერ დღეში 2-ჯერ უნდა დალიოთ.
ჩაის გვერდითი ეფექტები არა აქვს, ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ სვათ, ვიდრე დაავადების სიმპტომები არ გაქრება.
აი, რა შეუძლია ორეგანოს ჩაის:
ასუფთავებს ორგანიზმს.
აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ანელებს დაბერების პროცესს.
ამაგრებს ძვლებს.
აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
კანს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ორგანიზმს იცავს გაციებისგან.
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხსნის მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
სოფიო ბულაური