04 მაისი, 2017
ყავის პილინგი - დაიბრუნეთ ლამამაზი კანი და კარგი გუნება-განწყობილება
დიდი ხანია ცნობილია, რომ ყავის პილინგი ეფექტურად ებრძვის ცელულიტს, ამიტომ მისი რეგულარული გამოყენებით შეიძლება არა მარტო ლამაზი კანის დაბრუნება, არამედ ზედმეტი ცხიმის მოშორებაც. გარდა ამისა, ყავა გამოსცემს არომატს, რომელიც აფხიზლებს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

ყავის ნალექი მოაგროვეთ და რამდენჯერმე გადარეცხეთ გაფილტრული წყლით. ეს საჭიროა ნალექის მსხვილი ნაწილაკებისა სხვა მინარევებისგან გასაწმენდად.

მიღებული მასა გასაშრობად მოათავსეთ მარლის ნაჭერზე, კარგად რომ გაშრეს, დროდადრო გადააბრუნეთ. როცა კარგად გაშრება, შეინახეთ ქილაში და საჭიროების შემთხვევაში პილინგისთვის გამოიყენეთ.

შეგიძლიათ გამოიყენთ შემდეგი რეცეპტიც:
ერთმანეთში
კარგად აურიეთ 1 სადილის კოვზი ყავის ნალექი ან ახალდაფქული ყავა, 10 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 1 სადილის კოვზი ზეთი (უმჯობესია ზეითუნის). მიღებული ერთგვაროვანი მასა წრიული მოძრაობებით წაისვით საჭირო მონაკვეთზე, გაიჩერეთ 5 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS