გთავაზობთ 6 მარტივ ხერხს, პესტიციდების მოსაშორებლად:
1. გარეცხეთ თბილი წყლით
კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული თბილი წყლით, რათა ტოქსინები ჩამოშორდეს. ცხელი ან ცივი წყალი პესტიციდებს ბოლომდე არ აშორებს, ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ თბილი წყალი.
2. გარეცხეთ მარილიანი წყლით
ხილი და ბოსტნეული მოათავსეთ წყლით სავსე ჯამში, რომელშიც ნახევარი ჩაის კოვზი მარილია გაზავებული. მარილიანი წყლიდან ამოღების შემდეგ კი გადაავლეთ სუფთა
3. გამოიყენეთ ძმარი
პესტიციდების უმეტესობა კანშია გამჯდარი. მათ მოსაშორებლად საუკეთესო საშუალება ძმრიანი ნაზავია.
აიღეთ წყლით სავსე ჯამი და გააზავეთ მასში 1 ჩ.კ. ძმარი. მოათავსეთ პროდუქტი ჯამში, გარკვეული დროის შემდეგ კი ამოიღეთ და ონკანის წყალი გადაავლეთ.
4. მოაშორეთ კანი
ხილი ან ბოსტნეული ჯერ გარეცხეთ, შემდეგ კი გააცალეთ კანი. ხილისა და ბოსტნეულის სისუფთავეში რომ დაწრმუნდეთ, წყალი კიდევ ერთხელ გადაავლეთ.
5. მოამზადეთ პერსონალური გამწმენდი
1 ს.კ. ლიმონის წვენს დაუმატეთ 2 ს.კ. სოდა და კარგად აურიეთ. შემდეგ ეს ნაზავი ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ.
გამწმენდი ბოსტნეულსა და ხილს აპკურეთ.
საშუალება გრილ ადგილას შეინახეთ.
6. გაწმინდეთ ნაჭრით
გადაავლეთ ხილსა და ბოსტნეულს წყალი და გაწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ნაჭრით.
ანა გარელი