03 მაისი, 2017
ჩიყვი - შეიმსუბუქეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ბუნებრივი საშუალებებით
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ხშირად დაკავშირებულია გარემო პირობების აგრესიულ ზემოქმედებასა და ცუდ გარემო პირობებთან.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიდან ყველაზე გავრეცელებულია ჩიყვი, რაც ენდოკრინოლოგის მხრიდან მუდმივ დაკვირვებას და მკურნალობას მოითხოვს.

არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ხალხური საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ და მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

ფარისებრი ჯირკვლის გადიდებისას
ლიმონი ან ფორთოხალი კანიანად გახეხეთ, შეურიეთ შაქარი და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ჩიყვის საწყის სტადიაზე ან ყელის ფორმის გადიდებისას
2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ
50 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. მიღებულ ნაყენში დაასველეთ ცხვირსახოცი და დაწოლის წინ ყელზე შემოიხვიეთ. გაიჩერეთ მთელი ღამით.

პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველდღე 23 კვირის განმავლობაში.

ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციისას

ასევე, გულის დაავადებებისგან უნდა მიიღოთ წითელი კუნელის სპირტიანი ნაყენი:
1 სადილის კოვზ თბილ ანადუღარ წყალს შეურიეთ 20-40 წვეთი 70 გრადუს სპირტზე დაყენებული 20%-იანი წითელი კუნელის ყვავილების ნაყენი და დალიეთ 3-5-ჯერ დღეში, უმჯობესია ჭამამდე.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS