03 მაისი, 2017
ეს ნახარში დაგეხმარებათ შაქრის დონის მოწესრიგებაში
სისხლში შაქრის დონის დარეგულირება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება. მათ შორის ერთ-ერთია მანგოს ფოთლები.

მანგოს ფოთოლი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლში შაქრის დონეზე, აუმჯობესებენ მხედველობას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

მანგოს ფოთლებში არსებული ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავებას და გლუკოზის განაწილებას, რაც სისხლში შაქრის დონის შემცირების საშუალებას იძლევა. ასევე, ებრძვის მავნე ქოლესტერინს და აადვილებს დიაბეტით გამოწვეული მხედველობისა და ღამის ხშირი შარდვის პრობლემების მოგვარებას.

მომზადების წესი:

10-15 ცალი მანგოს ფოთოლი ჩაყარეთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალში, 1-2 წუთით
კიდევ ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით კი უზმოზე დალიეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS