03 მაისი, 2017
რადიკულიტი - იგრძენით შვება სწრაფად და მარტივად
რადიკულიტი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. რადიკულიტის ყველაზე ხშირი მიზეზი ოსტეოქონდროზია.

რადიკულიტის მკურნალობაში საიმედოდ დაგეხმარებათ ხალხური რეცეპტები:

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში კანიანად გახეხილი უმი კარტოფილი და ბენზინი. მიღებული მასა გაანაწილეთ მარლაზე და მიიდეთ პრობლემურ მონაკვეთზე. გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ნახევარი კილოგრამი კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, გაქენით და შეურიეთ 1-2 სადილის კოვზი საკვები სოდა. გაანაწილეთ ორფა მარლაზე და დაიფინეთ წელის არეზე. ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი და შალის თავშალით შეიკარით.

ნიორი ფაფისმაგვარ მასამდე გაქენით და შეურიეთ
გადამდნარ ღორის მუცლის ქონს პროპორციით 1:2. მიღებული მალამო ყოველდღე შეიზილეთ მტკივან მონაკვეთზე.

მალამო ჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ საჭირო რაოდენობა შეათბეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS