02 მაისი, 2017
როცა ხელები და ფეხები გიშუპდებათ - გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები
შეშუპება ქსოვილებში წყლის ჭარბი რაოდენობით დაგროვების შედეგია. ხშირად გარეგნულად ის შესამჩნევი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ორგანიზმში დაგროვილი სითხის რაოდენობა ხუთ ლიტრს აჭარბებს. გულის პრობლემების დროს შეშუპება თავიდან ფეხებსა და წელის არეში ჩნდება.

თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემების დროს შუპდება ქუთუთოები, სახე და ხელები.

შემოთავაზებული რეცეპტები და რჩევები, ექიმის რეკომენდაციებთან ერთად, მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

ხელებისა და ფეხების შეშუპების დროს:

გაფცქვნილი ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ და მიღებული მასა დაიდეთ შეშუპებულ ადგილზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და შემდეგ მჭიდროდ შეიფუთეთ ბამბის ქსოვილის
ტილოთი ან ხაოიანი პირსახოცით. გაიჩერეთ 20 წუთით.

1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ლობიოს პარკს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ.

მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში. არა აქვს მნიშვნელობა ჭამამდე თუ შემდეგ.

ეს რეცეპტი კარგია რევმატიზმის და თირკმლებით გამოწვეული შეშუპების დროს, როგორც შარდმდენი საშუალება.

შეშუპების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მოერიდეთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სითხის მიღებას, რამდენიმე ყლუპი წყალიც საკმარისი იქნება.

გამორიცხეთ მარილიანი საკვები.

უარი თქვით ბუმბულის ბალიშებზე, შესაძლოა ის ალერგიულად მოქმედებდეს თქვენზე.

შეეცადეთ დილით სახე ცივი წყლით დაიბანოთ, ეს გამოაფხიზლებს კანს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით გაიკეთეთ მასაჟი ქუთუთოებზე.

მიიღეთ მსუბუქი შარდმდენი საშუალება.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS