02 მაისი, 2017
აიცილეთ თავიდან ნაადრევი დაბერება - ეს ნიღბები დაგიცავთ ნაოჭებისგან
ნაადრევი დაბერების საწიინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს. სამწუხაროდ, ხარისხისნი და აქტიურად მოქმედი კოსმეტიკა ძალიან ძვირია და მათზე ყველას არ მიუწვდება ხელი. გარდა ამისა, შეძლებულ ქალბატონთა უმრავლესობაც კი ხშირად ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას.

ხალხურ რეცეპტებში შემავალი ინგრედიენტები ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა და ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებისა და საერთოდ, ნებისმიერი კოსმეტიკიური პროცედიურისთვის საუკეთესო დროა დილით 10-დან 12 საათამდე, 16-დან 18 საათამდე და საღამოს 22-დან 23 საათამდე.

ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ
აურიეღ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, ½ ჩაის
კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ნიღაბი წაისვით დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნაოჭების პროფილაქტიკისთვის
30 გრამი ცვილი, 70 გრამი თაფლი, 30 გრამი ხახვის წვენი, 30 გრამი თეთრი შროშანის ბოლქვის წვენი, ნაზავი გააცხელეთ და კარგად აურიეთ. წაისვით 10-15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS