ის, ვინც ნიგოზს ყოველდღე მიირთმევს, გაცილებით ადვილად კარგავს წონას. ნიგოზი აჯანსაღებს სისხლის სისტემასაც.
თხილეული ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რის შედეგადაც აძლიერებს იმუნიტეტს, აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
სხვადასხვა სახეობის თხილეულით მდიდარი რაციონი დაგიცავთ ფილტვების დაბინძურებისგანაც.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ყოველდღიურად ერთი ფინჯანი თხილეულის გამოყენება ხელს უწყობს ქოლესტერინის
ნიგოზს, მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების გამო, ტვინის საკვებსაც უწოდებენ. მეხსიერების გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით სასარგებლოა არაქისი, რადგან ის მდიდარია B ვიტამინით.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დღეში ორი მუჭა ნიგოზი აუმჯობესებს მამაკაცის ნაყოფიერების ხარისხს.
სოფიო ბულაური