28 აპრილი, 2017
ჰერკულესი - გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახისთვის
ჰერკულესი მხოლოდ ჯანმრთელობისთვის როდი არის სასარგებლო, მისი დახმარებით შეგიძლიათ უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა.

ამისთვის დაგჭირდებათ:
100 გრამი დაფქული ჰერკულესი (შეგიძლიათ ყავის საფქვავით დაფქვათ)
1 ჭიქა ცხელი რძე.
1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მიღებული მასა ოდნავ გააგრილეთ და წაისვით სახესა და ყელზე. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ კი გვირილის ნახარშით ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.

თქვენი სახის კანი მალე დაიბრუნებს სიგლუვესა და ხავერდოვნებას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS