28 აპრილი, 2017
წაისვით ეს ღრძილებსა და კბილებზე - დაივიწყეთ სტომატოლოგი
მედიცინაში, ტრადიციულშიც და არატრადიციულშიც, ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად იყენებენ ეთერზეთებს. მათ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის.

ეთერზეთები ანადგურებს ღრძილებსა და კბილებზე დაბუდებულ ბაქტერიებს. ასევე, აშორებს ლაქებსა და ნადებს კბილებიდან. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა ჩაის ხისა და მიხაკის ეთერზეთები.

ჩაის ხის ეთერზეთს აქვს სოკოსა და ბაქტერიების საწინააღმდეგო, ასევე, ანტიპროტოზოული და ვირუსის საწინააღმდეგო თვისებები. შეუძლია დაიცვას პირის ღრუ ისეთი ინფექციური დაავადებისგან, როგორიცაა გინგივიტი. კარგი საშუალებაა პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად.

მიხაკის ეთერზეთი შეიცავს ევგენოლს, რომელსაც სტომატოლოგები
ხშირად იყენებენ როგორც გაუმტკივარების საშუალებას. მას აქვს, აგრეთვე, ანტების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, რის წყალობითაც სეგიძლიათ საიმედოდ დაიცვათ პირის ღრუს ჯანმრთელობა.

აი, ძალიან მარტივი მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ:

შეურიეთ ორ-ორი წვეთი ჩაის ხისა და მიხაკის ეთერზეთი ქოქოსის ან რომელიმე სხვა მცენარეულ ზეთს და ორი წუთის განვალობაში შეიზილეთ კბილებსა და ღრძილებზე.

პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კარიესი, გინგივიტი და უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS