27 აპრილი, 2017
შხაპი - სასარგებლოა თუ არა ხშირი ბანაობა
საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ შხაპი ზედმეტი არასოდეს არის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა შხაპს დღეში 1-2-ჯერ იღებს, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესი იქნება კვირაში 1-2-ჯერ იბანაოთ.

ბევრი ფიქრობს, რომ შხაპის მიღება ჰიგიენის ნაწილია, თუმცა ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით ასე არ არის. ბანაობა აშორებს ოფლის სუნს, თუ სპორტდარბაზში ან მძიმე ფიზიკური შრომის შემდეგ გაოფლიანდით, მაგრამ რაც შეეხება დაავადებებისგან თავის დაცვას, ხელების რეგულარული დაბანაც საკმარისია.

ინფექციებისგან თავის დასაცავად ძვირად ღირებული ჰიგიენის საშუალებებში ფულის დახარჯვა არ ღირს, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი საპონიც კარგად
უმკლავდება ინფექციებს.

რაც უფრო მეტს ბანაობთ, მით უფრო ნაკლებად ტენიანდება კანი. მშრალი კანი კი ღია კარია ინფექციური დაავადებებისათვის.

რაც შეეხება თმას, არც თმისთვისაა კარგი ხშირი დაბანა, მაშინაც კი, თუ ქერტლი ან თავის კანის სხვა პრობლემები გაწუხებთ.

საკმარისია თავი კვირაში 1-2-ჯერ დაიბანოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS