27 აპრილი, 2017
დაუმატეთ შამპუნს მარილი - ასე, თმის მთავარ პრობლემას გადაჭრით
მარილის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სანელებელია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას უამრავ უსიამოვნებასთან გამკლავებაც შეუძლია.

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ
ჩვეულებრივ შამპუნს დაუმატეთ 2-3 ს.კ. მარილი და მიიღებთ ცხიმიანი თმის საწინააღმდეგო შესანიშნავ საშუალებას. შედეგს მაშინვე მიიღებთ.

სკრაბი ფეხებისთვის
ჭიქა ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 2 ს.კ. მარილი. ნარევით დაიზილეთ ფეხები, კანი ბევრად გლუვი და რბილი გახდება.

სკრაბი სხეულისთვის
ნახევარ ჭიქა ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 2 ს.კ. უხეში ზღვის მარილი. და მიიღებთ სრულიად ნატურალურ სკრაბს სხეულისთვის, რომლითაც ეფექტურ პილინგს გაიკეთებთ.

თავის ტკივილის დროს
თუ თავი აგტკივდათ, 1 ჩ.კ. მარილი გააზავეთ ჭიქა წყალში და დალიეთ. თავის ტკივილი 15 წუთში გაივლის.

ჭრილობების შეხორცებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობაზე მარილის დაჭრა ძალიან მტკივნეულია, ეს სწრაფად შეხორცებისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჭიქა წყალში გააზავეთ 2 ჩ.კ. მარილი და დაიმუშავეთ ჭრილობა ამ ნაზავით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS