27 აპრილი, 2017
მუცლის შებერილობა - დაიბრუნეთ სიმსუბუქე და ენერგიულობა
მუცლის შებერილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად ხელს უშლის როგორც საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ისე სასურველი წონისა და გარეგნობის დაბრუნებას.

მუცლის შებერილობის მკურნალობისას ექიმის დანიშნულებასთან ერთად კარგი იქნება, თუ ბუნებრივ საშუალებებსაც გამოიყენებთ. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

მოამზადეთ ეს სასმელი და სვით. მისი მეშვეობით თავს უფრო მსუბუქად და ენერგიულად იგრძნობთ.

ინგრედიენტები:

1 ლიმონი.
1 კიტრი.
1 სადილის კოვზი კოჭა.
1 სადილის კოვზი ალოე ვერას წვენი.
1 კონა ქინძი ან ოხრახუში.
½ ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:

ბლენდერის მეშვეობით ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და დალიეთ.

ეს სასმელი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS