25 აპრილი, 2017
ოფლიანობა - როგორ დავაღწიოთ თავი უსიამოვნო სუნს
ცხელ სეზონზე ოფლიანობა ნორმალურია, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა არაბუნებრივად ჭარბი ოფლი გამოიყოფა. ეს სიმპტომი შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ბრალი იყოს და კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები კი ნებისმიერ შემთხვევაში, წლის ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ოფლით გამოწვეული დისკომფორტი, მათ შორის უსიამოვნო სუნი.

შეგიძლიათ ოფლისა და უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო საშუალებები აფთიაქში შეიძინოთ, თუმცა შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ.

მუხის ქერქის ნახარში

5 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი ჩაყარეთ 0,5 ლიტრ წყალში და ადუღეთ ნელ
ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში.

შემდეგ გადმოდგით, გაჩერეთ 2 საათით და გადაწურეთ.

მუხის ქერქის ნახარშით გაიწმინდეთ იღლიები დღეში რამდენჯერმე.

გვირილის ნაყენი

1,5 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააცადეთ, ვიდრე გაგრილდება და გადაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ 1 დესერტის კოვზი საკვები სოდა. მიღებული ნაზავით გაიწმინდეთ იღლიები დღეში 2-ჯერ.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ ვაშლის ძმარი, ლიმონის წვენი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS