25 აპრილი, 2017
შეიღებეთ თმა ბუნებრივად - ეს ყველამ არ იცის
ბევრმა არ იცის, რომ თმის შეღებვა შინაურ პირობებში ქიმიური ნივთიერებების გარეშეც შეიძლება. სულ ორიოდე ჩაის პაკეტი თქვენს თმას ახალ ელფერს შესძენს. ეს მეთოდი იაფიცაა და ეფექტურიც.

როგორ შევიღებოთ თმა ჩაის მეშვეობით

აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი.

ჩადეთ შიგ 3 პაკეტი ჩაი და დააცადეთ, ვიდრე ფერი კარგად გამოუვა.

დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი როზმარინი. გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში.

მიღებული ნაყენი თმაზე თანაბრად წაისვით და გაიჩერეთ ერთი საათით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თავი 24 საათის განმავლობაში არ დაიბანოთ.

მუქი
ყავისფერი თმისთვის:
შავი ჩაი.

წითელი თმისთვის: როიბოსის ჩაი.

ღია ფერის თმისთვის:
გვირილის ჩაი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS