24 აპრილი, 2017
მოიშორეთ ჭორფლი, მუქი ლაქები, ნაოჭები - ჯადოსნური ლოსიონი
ოხრახუშის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. მას კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად იყენებენ. ოხრახუში ათეთრებს კანს, აშორებს ჭორფლს, მუქ ლაქებსა და ნაოჭებსაც.

ოხრახუში მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და კალიუმითა და მანგანუმით მდიდარი ეთერზეთებით.

ლოსიონს, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, საოცრების მოხდენა შეუძლია. ის აშორებს ფერიმჭამელებს და საოცრად დადებითად მოქმედებს თვალების ირგვლივ კანზეც.

ინგრედიენტები:
2 სადილის კოვზი ოხრახუში.
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი.
200 მილილიტრი წყალი.

მომზადების წესი:
წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ მასში დაქუცმაცებული ოხრახუში, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. როცა გაგრილდება, ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი დაუმატეთ. მიღებული ნაზავი ბოთლში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

გამოყენების წესი:
წაისვით ლოსიონი დაზიანებულ უბნებზე ყოველ დილით და საღამოს. ლოსიონი ავიწროებს სახის კანის ფორებს. გამოიყენეთ ლოსიონი ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS