21 აპრილი, 2017
რომელი პროდუქტები გიშლით ხელს გახდომაში
ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, თუმცა ყველა მათგანი ორგანიზმისთვის საკეთილდღეო არ არის.

ამის შესახებ ჰარვარდის მეცნიერები საუბრობენ.

გაირკვა, რომ მიუხედავად სარგებლიანობისა, ზოგიერთი ბოსტნეული წონაში მატებას უწყობს ხელს.

20 წლიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახამებლის შემცველი ბოსტნეული, სხვებზე მეტად ჰმატებდა წონას და დაკლებას ართულებდა.

იმ ბოსტნეულს შორის კი, რომელიც წონაში დაკლებას უშლის ხელს, ლიდერი სიმინდია, შემდეგ მოდის კარტოფილი და ბარდა.

სპეციალისტები, ასვე აღნიშნავენ, რომ ამ პროდუქტების რაციონიდად სრულად ამოღება არ ღირს, რადგან ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ ნივთიერებას
შეიცავენ. მხოლოდ მათი რაოდენობა შეამცირეთ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS