19 აპრილი, 2017
ქალთა ფიტნეს ინსტრუქტორი დუკანის დიეტაზე - "ამ დიეტის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება გამაჩნია
საქართველოში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. დუკანის დიეტა, რომელიც ფრანგმა ექიმმა, პიერ დუკანმა შეიმუშავა.

ამ დიეტას საკმაოდ ბევრი ადამიანი იცავს. მათ შორის ცნობილი სახეებიც. გადავწყვიტეთ, არსებული დიეტის ავკარგიანობის შესახებ აზრი კომპეტენტური ადამიანისთვის გვეკითხა. გთავაზობთ ინტერვიუს ქალთა ფიტნეს ინსტრუქტორთან, ანტონ ლაშქარაშვილთან, რომელიც საკუთარ შეხედულებებს გაგვიზიარებს.


- დავიწყებ იქიდან, რომ "დიეტა" ლათინური სიტყვაა და "ჯანსაღ კვებას" ნიშნავს, რასაც დუკანის დიეტაზე ვერ ვიტყვი ვერც მე და ვერც ერთი კომპეტენტური ადამიანი, მსგავს საკითხებში. პიერ დუკანმა დიეტა 20-ე საუკუნის
მიწურულს შეიმუშავა. დიეტამ პოპულარულობა იმის საფუძველზე მოიპოვა, რომ შედეგი არის სწრაფი და არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ადამიანებს გვინდა ყველაფერი ჩქარა და მარტივად გაკეთდეს.

კონკრეტული სახელწოდებებით არსებული დიეტების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დუკანის დიეტის მიმართ განსაკუთრებულად უარყოფითი დამოკიდებულება გამაჩნია. ვფიქრობ, ეს დიეტა სხვა არაფერია, თუ არა ფულის შოვნის წყარო, რომელიც ადამიანების ჯანმთელობის შეწირვის ხარჯზე ხდება.

-კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- არც ერთი კვლევის დასკვნა არ არსებობს, რომ ზემოთ აღნიშნული დიეტა არის ბალანსირებული და მოიცავს ჯანსაღი კვების არსს. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS