18 აპრილი, 2017
კიტრი ასაკის წინააღმდეგ - დაიბრუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე მარტივად
კიტრს კარგა ხანია ფართოდ იყენებენ კოსმეტოლოგიაში და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაც. განსაკუთრებით სასარგებლოა კანის, თმისა და თვალების მკურნალობისას.

თვალებისთვის
ყველასთვის ცნობილია, რომ შესივებულ თვალებს სწრაფად შველის კიტრის ნაჭრები. კიტრს აქვს გამაგრილებელი მოქმედება, ამასთან, ის შეიცავს ფლავონოიდებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აცხრობენ შეშუპებას, სიწითლესა და კანის გაღიზიანებას.

ცელულიტის წინააღმდეგ
საჭირო მონაკვეთზე დაიდეთ კიტრის ფაფა (გახეხილი კიტრის მასა). კიტრი შეიცავს ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ კოლაგენის გამომუშავებას. კოლაგენი კი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს კანის სტრუქტურისა და ელასტიკურობის გაუმჯობესებას.

აკნე
კიტრში შემავალი
ნივთიერებები აქტიურად ებრძვიან კანის ანთებას. აურიეთერთმანეთში ცოტაოდენი კიტრის ფაფა, კურკუმა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ უბნებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ.

კონდიციონერი თმისთვის
დაბანის შემდეგ თმაზე კიტრის ფაფა წაისვით და 5-10 წუთის შემდეგ ჩამობანეთ. კიტრი თმას აუცილებელი კალიუმითა და სხვა სასრგებლო ნივთიერებებით მოამარაგებს.

ასაკის საწინააღმდეგოთ

კიტრისგან შეგიძლიათ ასაკის საწინააღმდეგო საუკეთესო ნიღაბი მოამზადოთ:

ერთმანეთში აურიეთ ერთი კიტრის ფაფა, 1-3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ალოე, 2 სადილის კოვზი ორგანული იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS