18 აპრილი, 2017
თმა გცვივათ? ნახეთ, რა შეუძლია ლუდსა და ბანანს
თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. მკურნალობა, ცხადია, დროსა და თანხებს მოითხოვს. თუმცა არსებობს კარგი ნატურალური საშუალება, რომელიც არა მარტო აჩერებს თმის ცვენას, არამედ ასტიმულირებს თმის ზრდას.

ამ საშუალების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, არ შეიცავს ტოქსინებს, არ აქვს გვერდითი მოვლენები და მისი მომზადება ადვილი და იაფია.

ინგრედიენტები:
1 უმი კვერცხის გული.
½ ბანანი.
½ ჭიქა ლუდი.
1-2 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში,
შეგიძლიათ ამისთვის ბლენდერიც გამოიყენოთ.

მომზადების წესი:
მიღებული მასა თმის ცვენის მონაკვეთზე წაისვით და რამდენიმე საათით გაიჩერეთ. თუ სიმხურვალეს იგრძნობთ, ნუ შეშფოთდებით, ეს ნიშნავს, რომ წამალი ეფექტურად მოქმედებს და თქვენი კანი კარგად რეაგირებს.

გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ მაინც. დადებით შედეგს მალე იხილავთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS