18 აპრილი, 2017
თეთრი კანი - დაუმატეთ ლიმონის მხოლოდ ორი ინგრედიენტი
უზადო კანი რომ გქონდეთ, აუცილებელია სწორად მოუაროთ მას.

ლიმონის წვენმა კანი შეიძლება გამოაშროს, ამიტომ მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც კანის გათეთრებასა და დატენიანებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:
ლიმონის წვენი.
ნუშის ზეთი.
ალოე ვერას გელი.

მომზადების წესი:
1 სადილის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი და ამდენივე ნუშის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე ყოველ საღამოს ძილის წინ. დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სასურველ შედეგს რამდენიმე დღეში იხილავთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS