სიგარეტი რომ ფილტვებისთვის საზიანოა, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ სიგარეტი ძვლებსაც ვნებს. ამერიკელი ორთოპედების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მოწევა უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს ძვლებზე, სახსრებსა და კუნთოვან ქსოვილებზე.
ნიკოტინი ანელებს ქსოვილთა განახლების პროცესს და ახდენს ც და ე ვიტამინების ანტიოქსიდანტური მოქმედების ბლოკირებას. გარდა ამისა:
მწეველებში იზრდება ძვლების მოტეხილობის ალბათობა;
მოტეხილი ძვლების შეხორცების პროცესი ხანგრძლივდება;
მწეველები უფრო ხშირად განიცდიან ტკივილებს ზურგის არეში, ვიდრე არამწეველები;
მწეველებში ასევე ფერხდება ძვლოვანი უჯრედების წარმოშობის პროცესი;
მწეველ ქალებს მენოპაუზის შემდეგ მკვეთრად უმცირდებათ ძვლოვანი მასა.
ჟურნალი „რეიტინგი“