13 აპრილი, 2017
რატომ უნდა შეიზილო ასპირინი თმაში - რა შეუძლია ყველასთვის ცნობილ წამალს
ასპირინის დანიშნულება ყველამ კარგად იცის, მაგრამ მას გაცილებით ფართო შესაძლებლობები აქვს.

საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ასპირინში შემავალ სალიცილის მჟავას ბევრი რამ შეუძლია. მაგალითად, ის კარგად ატენიანებს თავის კანს და აქტიურად ებრძვის ქერტლს.

შეურიეთ ასპირინი შამპუნში და შეიზილეთ თავის კანში. ეს საშუალება ამცირებს თავის კანის ანთებას, რაც ქერტლის მიზეზი ხდება.

დაფხვენით 2-3 აბი ასპირინი, შეურიეთ შამპუნში და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანში.

გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS