13 აპრილი, 2017
როდის არის წყლის დალევა დაუშვებელი
ზედმეტად დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

მაშ ასე, წყალი არ უნდა დალიოთ, როცა:

თუ უკვე დალიეთ ბევრი წყალი

წყლის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ორგანიზმში მარილის გამოყოფის ბალანსს არღვევს. ორგანიზმში ნატრიუმის რაოდენობა კრიტიკულად ეცემა ანუ ჰიპონატრიემიას საშიშროების წინაშე ვდგებით.

ძალიან მსუყედ დანაყრდით

კალორიების მიღების შესამცირებლად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური საშუალება, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ჭიქა წყლის დალევაა. თუმცა, იმავე მიზეზით ჭამის დროს ან მის შემდეგ ზედმეტი რაოდენობით წყლის მიღება შეგიქმნით დისკომფორტს, იწვევს
შებერილობას.

ინტენსიური და ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ

ოფლის სახით ადამიანი კარგავს ელექტროლიტებს, რომლის შემადგენლობაში შედის კალიუმი და ნატრიუმი. სწორედ ამიტომ, თუ სპორტდარბაზში ბევრ ოფლს ღვრით, ეს მნიშვნელოვანი ნივთიერებები უნდა აღადგინოთ. სპორტული ტკბილი სასმელის ნაცვლად, უმჯობესია ქოქოსის წყალი დალიოთ, რომელიც მდიდარია კალიუმით, ნატრიუმით, C ვიტამინითა და ბოჭკოებით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS