შეკრულობის პროფილაქტიკისთვის შინაურ პირობებში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ საშუალებებს.
ქუნჯუთის თესლი
მოაყარეთ ქუნჯუთის თესლი სალათებს, იოგურტს ან პიურეს. ეს შეგიმსუბუქებთ კუჭის მოქმედებას.
შავი ბარამბო
მიირთვით ერთი სადილის კოვზი ბარამბო ძილის წინ. ეს თქვენს ორგანიზმს მაგნიუმითა და ნაწლავებისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებით მოამარაგებს.
ლიმონიანი წყალი
ეს უბრალო ნაზავი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
პრობიოტიკები, როგორიცაა იოგურტი და კომბოსტოს მწნილი, შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აადვილებს ნაწლავების გამავლობას.
ბანანი
აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ზრდის დეფეკაციის სიხშირეს.
შავი ქლიავი
ეს საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი საშუალებაა. შავი ქლიავი მდიდარია უჯრედისით და შეიცავს ნივთიერება სორბიტს - ნატურალურ მსუბუქ საფაღარათო საშუალებას.
თუ ქრონიკული შეკრულება გაწუხებთ, წესად გაიხადეთ - შეჭამეთ შვიდი საშუალო ზომის შავი ქლიავი ან შავი ქლიავის ჩირი ორჯერ დღეში.
წერტილოვანი მასაჟი
ნაწლავის სტიმულირებისთვის თითის წვერები 30 წუთის განმავლობაში დააჭირეთ ეგრეთ წოდებულ ცი ზონას, დახუჭეთ თვალები და ნორმალურად ისუნთქეთ.
სოფიო ბულაური