12 აპრილი, 2017
ბოლოკი - აღადგენს ფარისებრ ჯირკვალს, ეხმარება ნაღველს, აახალგაზრდავებს კანის ქსოვილს
ბოლოკს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს. საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ის აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, საჭმლის მონელების პროცესს, აახალგაზრდავებს კანის ქსოვილს.

ბოლოკი, ასევე, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ებრძვის ანთებას, შველის სინუსიტს, შეკრულობას, არეგულირებს ნაწლავების ფლორას და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. ამდენად, კარგი იქნება, თუ ხშირად ჩართავთ მას საკუთარ რაციონში.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ინგრედიენტები:
4 ბოლოკი.
1 წილი კოჭა.
4 სადილის კოვზი თაფლი.
4 ლიმონის წვენი.
½ ჭიქა წყალი.

მომზადების
წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ სქელი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩაასხით მინის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე.

გამოყენების წესი;
მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-4-ჯერ დღეში სამი კვირის განმავლობაში. ამასთან, უკეთესი შედეგის მისაღებად, დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყალი დალიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS