როგორ ჩაატაროთ ექსპერიმენტი?
1. აიღეთ, ჩვეულებრივი სუფრის კოვზი და დაასველეთ ენით.
2. დაიწყეთ ენის წვერით და დარწმუნდით, რომ მასზე საკმარისი ნერწყვია.
3. შემდგომ კოვზს პოლიეთილენის პარკი შემოახვიეთ.
4. 1 წუთის შემდეგ კოვზი შეამოწმეთ. თუ ის ბოლომდე სუფთა იქნება, ე.ი. თქვენი შინაგანი ორგანოები მწყობრშია და შეგიძლიათ თავი ჯანმრთელ ადამიანად მიიჩნიოთ.
მაგრამ, თუ კოვზზე ლაქები დარჩა, ანალიზის კვლევა
პირველ რიგში კოვზს დაყნოსეთ. თუ მას აღარ აქვს თქვენი ნერწყვის შესაბამისი სუნი, ეს უკვე ცუდის ნიშანია, თუმცა პანიკას ნუ მიეცემით.
მოათავსეთ კოვზი ნათელი სხივის ქვეშ (შეგიძლიათ ლამფის ან მზის შუქზე):
- თუ კოვზზე ნარინჯისფერ ლაქებს შეამჩნევთ, ეს თირკმლის ქრონიკული დაავადების პირველი ნიშანია. ამიტომ მიმართეთ ექიმს.
- კოვზზე იისფერი ლაქები, სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეზე, დარღვეულ სისხლის მიმოქცევაზე ან ბრონქიტზე მიანიშნებს.
- თეთრი ლაქები ზოგიერთი რესპირატორული ინფექციის ნიშანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმთან დროულად უნდა ჩაეწეროთ.
- კოვზზე ნერწყვისგან დარჩენილი თეთრი, სქელი ან ყვითელი ნადები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქიის დარღვევის ნიშანია.
თუ მთელი პროცედურის შემდეგ "სატესტო" კოვზს არასასიამოვნო სუნი შეუნარჩუნდა, ეს შესაძლოა პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული პრობლემის ბრალია. თუ ასეა, კბილები დღეში ორჯერ გაიხეხეთ და ჭამის შემდეგ პირის ღრუ გამოირეცხეთ.
უნდა გაითვალისწინოთ სხვა ნიშნებიც:
- ამიაკის სუნი შესაძლოა თირკმლების პრობლემის ნიშანია.
- ტკბილი სუნი დიაბეტზე ან უბრალოდ იმაზე მიანიშნებს, რომ დიდი რაოდენობით შაქარს იღებთ.
- მწვავე უსიამოვნო, "ლპობის" სუნი ფილტვების ან კუჭის პრობლემებზე მიგანიშნებთ.
უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ეს მეთოდი ზუსტ სამედიცინო შედეგებს არ იძლევა. მხოლოდ მიგანიშნებთ, გჭირდებათ, თუ არა სასწაფოდ ეწვიოთ ექიმს. თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავთ, ამ სიმპტომებს ნუ უარყოფთ.
ანა გარელი