ინგრედიენტები:
1 მუჭა პიტნა.
ლიმონი.
ფორთოხალი.
წყალი.
მომზადების წესი:
ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და ჩაყარეთ პიტნა, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. დაუმატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. ასევე ერთი კოვზი გახეხილი ლიმონის კანი. დაატკბეთ 2 სადილის კოვზი თაფლით ან შაქრით.
გადაწურეთ და დალიეთ.
გამოყენების წესი:
დალიეთ ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
სოფიო ბულაური