09 აპრილი, 2017
რა მოხდება, თუ შამპუნს მარილს დაუმატებთ - სწრაფი შედეგი და ახალი შესაძლებლობები
მარილს შეუძლია დიდი დახმარება გაგიწიოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.

ცხიმიანი თმა
თუ თქვენს შამპუნს 2-3 სადილის კოვზ მარილს დაუმატებთ, ცხიმიანი თმის სამკურნალო საუკეთესო საშუალებას მიიღებთ, შედეგს კი გამოყენებისთანავე იხილავთ.

პილინგი პეხებისთვის
ერთ ფინჯან ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მარილი და შეიზილეთ ფეხებში - კანი გლუვი და აბრეშუმივით ნაზი გახდება.

სკრაბი ტანისთვის
აურიეთ 2 სადილის კოვზი მარილი და ნახევარი ფინჯანი ქოქოსის ზეთი. გამოიყენეთ როგორც ტანის სკრაბი.

თავის ტკივილისას
თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, ერთ
ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი და დალიეთ. ტკივილი 15 წუთში გაგიყუჩდებათ.

ტრავმა
მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობაზე მოხვედრისას მარილი წვას და ხანმოკლე ტკივილს იწვევს, ის აჩქარებს შეხორცების პროცესს.

გახსენით 2 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში და მიღებული მარილხსნარით მოიბანეთ ჭრილობა.

გაითვალისწინეთ: თუ მაღალი არტერიული წნევა გაწუხებთ, მოერიდეთ მარილის გამოყენებას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS