06 აპრილი, 2017
კიტრი და კარტოფილი - ლამაზი კანი სამ ღამეში
კიტრისა და კარტოფილის ნიღაბი დაგიბრუნებთ გლუვ კანს, მოგაშორებთ ლაქებს და უფრო ჯანსაღ ფერს შეგმატებთ.

ინგრედიენტები:

ერთი კარტოფილი.
ნახევარი კიტრი.

მომზადების წესი:

კარტოფილი გათალეთ და წვრილად გახეხეთ, გახეხეთ კიტრიც. შემდეგ ორივე ინგრედიენტი ბლენდერის მეშვეობით კარგად აურიეთ ერთმანეთში.

გამოყენების წესი:

ნიღაბი სახეზე მსუბუქი წრიული მოზრაობებით წაისვით. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და კარგად ჩამოიბანეთ.

სასურველია, ნიღაბი გაიკეთოთ საღამოს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS