05 აპრილი, 2017
ნიღაბი თმისთვის - შეაჩერეთ თმის ცვენა ბუნებრივი გზით

 

თმის ცვენას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაკარგვა ნორმალურია, მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ მეტისმეტად ბევრი თმა გცვივათ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ჩვენ კი შემოგთავაზებთ რეცეპტს, მასში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტები აჩერებს თმის ცვენას და ხელს უწყობს ახალი, ძლიერი, ბზინვარე თმის ამოსვლას.

ინგრედიენტები:
1 კვერცხი.
1 სადილის კოვზი თაფლი.
2 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ინგრედიენტების რაოდენობა საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ.

მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანსა და
თმის ძირებში, შემდეგ გადაინაწილეთ მთელ თმაზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნიღაბი რამდენიმე საათის განმავლობაში.

თმა ჩვეულებრივად დაიბანეთ.

გამოიყენეთ ეს ბუნებრივი ტონიკი ერთხელ ან ორჯერ კვირაში. ორი თვის შემდეგ გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

სოფიო ბულაური

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS