04 აპრილი, 2017
როგორ აისახება შაქარი, ალკოჰოლი და რძე თქვენს სახეზე?
სანამ ერთ შეფუთვა ორცხობილას ბოლომდე შეჭამდეთ ან კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს დაისხამდეთ, დაფიქრდით იმის შესახებ, რომ საკვები მოქმედებს არა მხოლოდ თქვენს წონასა და ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენი კანის მდგომარეობაზე.

გამოცდილი სპეციალისტისთვის ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდეს, რა ჭარბობს თქვენს რაციონში.


ღვინის სახე
Rating

ყველასთვის ცნობილია, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერად. გარდა იმისა, რომ წითელ ღვინოს შეუძლია შეღებოს თქვენი ტუჩები და კბილები, ის კანსაც ზედმეტ სიწითლეს ანიჭებს.

სიმპტომები: წარბებს შორის მკვეთრად გამოყოფილი პრობლემური
ზონა, ღრმა ნაოჭები, გამომშრალი კანი და ლოყებზე აქერცლილი ადგილები, გაფართოებული ფორები, ზედმეტად წითელი კანი და ძალიან ღრმა ცხვირ-ტუჩის ნაოჭები.
აი, რას ნიშნავს ეს: გარდა იმისა, რომ ღვინო სავსეა შაქრით, როგორც სავარაუდოდ, პესტიციდებითა და სულფატებით, ალკოჰოლი ასევე იწვევს გაუწყლოებას. თქვენი ორგანიზმი კარგავს სითხეს, ღვიძლი განიცდის ზეწოლას, საჭმლის მომნელებელი სისტემა იშლება.

მაშ ასე, რა რაოდენობის ღვინოა უვნებელი კანისთვის და როგორ მოვიშოროთ "ღვინის სახე"?

თავი შეიკავეთ ნებისმიერი ალკოჰოლისგან მინიმუმ 3 კვირით. ეს საკმარისი დროა, რათა თქვენი კანი აღდგეს. შემდგომში კი მიჰყევით ცხოვრების წესს 80:20-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თავს უფლება მიეცით, მიიღოთ ერთი ბოკალი ღვინო. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS