15 ნოემბერი, 2013
როგორ ლამაზდებოდნენ ქალები ასი წლის წინ
წარსულის გამოგონებებს შორის გახლდათ ასევე თმის დასახვევი მანქანა, რომელმაც პირველი გამოყენებისთანავე კლიენტ ქალბატონს თავი დაუწვა ბევრი ქალი მიდის სხვადასხვაგვარ მსხვერპლზე სილამაზისთვის, აღიარებს რა ჭეშმარიტებას, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თუმცა, თუ მეოცე საუკუნის დასაწყისის სილამაზის სალონებში შევიჭყეტთ, არაფრად მოგვეჩენება ახლანდელი ქალების ტანჯვა ეპილაციისა და ბოტოქსის ჩხვლეტებისგან.

ედუარდ VII-ის დროს, 1901-10 წლებში, როცა საზოგადოება საკმაოდ დაშორდა მკაცრ ვიქტორიანულ მორალს, ქალები დიდ დროს უთმობდნენ გართობას და გარეგნობასაც აქცევდნენ ყურადღებას. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
Rating
მით უმეტეს, რომ იმ დროს
ჯერ კიდევ არ ლაპარაკობდნენ მავნე საკვებზე, ფიზიკური ვარჯიშების აუცილებლობაზე და ჰაერიც საკმაოდ იყო დაბინძურებული სხვადასხვა ფაბრიკისა და ქარხნის კვამლისგან. ამიტომ სიბერისგან ერთადერთი ხსნა კოსმეტიკა იყო და ქალები ჭარბად იყენებდნენ სხვადასხვაგვარ საცხს.

უყვარდათ მაშინდელი სილამაზის სალონების სტუმრობა, თუმცა ამის აფიშირება არ სურდათ, ამიტომ გაქცეული კარეტებიდან ხტებოდნენ და სწრაფად შეცვივდებოდნენ ხოლმე სალონში უკანა შესასვლელიდან.
Rating
სახესაც პირბადე უფარავდათ. მისის ჰენინგი, იმ დროის ლონდონში ცნობილი სილამაზის სალონის მფლობელი, ძალიან ფრთხილად ყიდდა საცხებსა და ფერუმარილს. კიდევ ერთი მსგავსი სალონის მფლობელი, ჰელენა რუბინშტეინი, მაღალი წრის ქალებს ემსახურებოდა.

ჰელენამ მზისგან დამცავი კრემით დაიწყო, მერე კი მის პროდუქციას დაემატა პომადა და სახის პუდრი. დღეს რუბინშტეინის ფირმა კოსმეტიკური საშუალებების მთელ არსენალს მოიცავს.
Rating
თუმცა სილამაზის სალონების პოპულარობა მეოცე საუკუნის შემდეგ წლებში კიდევ უფრო გამყარდა. 1909 წელს ლონდონში გახსნილი სელფრიჯის კოსმეტიკური სალონი უკვე თამამად ყიდდა საცხებს და ქალებიც უფრო თავდაჯერებულნი სტუმრობდნენ მას.

ახლა ნებისმიერი ქალისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა კოსმეტიკური სალონის სტუმრობა და პროცედურებიც არც ისე უჩვეულოა. თუმცა ძველი სილამაზის სალონები და მათი მეთოდები, დღევანდელი გადასახედიდან, სასაცილოსთან ერთად გამაოგნებელიც კია.

ქალებს სილამაზის შენარჩუნებას უჩვეულო დანადგარებითა და მოწყობილობების გამოყენებით სთავაზობდნენ. ქალებსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და მზად იყვნენ, ბევრი უხერხულობა მოეთმინათ, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ.
Rating
1920-30-იანი წლების სილამაზის სალონებში ნახავდით სპეციალურ ნიღაბს, რომელიც ატმოსფერული წნევის კლების მეშვეობით სახეს ვარდისფერს სძენდა და თითქოს მთებში გასეირნების ეფექტს იძლეოდა. 1936 წელს კი მოიგონეს მოწყობილობა ლოყებზე ღრმულების გასაჩენად, რომელსაც ღამით ჩამოიცვამდნენ ხოლმე თავზე.

ასევე იყო ''რეზინის ნიღბები'' , რომლებსაც ნაოჭების მოსაცილებლად ატარებდნენ.
სუპერსაშუალებებს შორის ასევე იყო ნიღაბი ყინულის კუბებით, რომელიც იმისთვის გამოიყენებოდა, რომ მაკიაჟი არ ''ჩამომდნარიყო'' და ის თვით მაქს ფაქტორმა გამოიგონა, დიდი კოსმეტიკური იმპერიის შემქმნელმა.
Rating
წარსულის გამოგონებებს შორის გახლდათ ასევე თმის დასახვევი მანქანა, რომელმაც პირველი გამოყენებისთანავე კლიენტ ქალბატონს თავი დაუწვა. იყო ნიღაბი, რომლისგანაც ჰაერს ქაჩავდნენ, რომ კანი უფრო დაჭიმულიყო.

Rating
სხვათა შორის, არც დღევანდელ დღეს ვუჩივით ორიგინალური გამოგონებების სიმცირეს. მაგალითად, ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ნეილონის ნიღაბი, რომელსაც პლაჟზე გასულები იკეთებენ, მზის სხივებისგან თავის დასაცავად. ასევე საინტერესოა იაპონელების მიერ გამოგონებული ელასტიკური ნიღაბი, რომელიც სახის კუნთებს ავარჯიშებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS