04 აპრილი, 2017
კომბოსტოს წვენი - დაიბრუნეთ ჯანმრთელობა და დაიცავით თავი კიბოსგან
მართალია კომბოსტო მაინცდამაინც პოპულარული ბოსტნეული არ არის, მაგრამ მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, მასში შემავალი ნივთიერებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე კიბოს უჯრედებს ეხება.

კომბოსტოში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმი კომბოსტოს წვენისგან უფრო ადვილად შეითვისებს. მისი დახმარებით ბევრი დაავადების აცილება შეიძლება.

კომბოსტოს წვენი:

აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
აძლიერებს იმუნიტეტს.
ამაგრებს ძვლებს.
აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას.
ამცირებს ანთებას.
აუმჯობესებს გულის მუშაობას, მხედველობასა და კანის მდგომარეობას.

მომზადების წვენი:

ჩაასხით ქვაბში წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ წყალი და
დაჭრილი კომბოსტო მოათავსეთ ბლენდერში და ჯერ ნელი სიჩქარით აურიეთ ერთმანეთში, ხოლო ბოლო 10 წამის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ.

მიღებული მასა გადაასხით 1-ლიტრიან მინის ქილაში. დატოვეთ ქილა ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში. შემდეგ კი საცერის ან წმინდა საწურის მეშვეობით მეორე ქილაში გადაწურეთ.

დალიეთ კომბოსტოს წვენი ყოველდღე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS