ამ სასმელს რამდენიმე გვერდითი მოვლენაც ახლავს - ლიმონის მჟავიანობა, აზიანებს კბილის ემალს. თუ კბილებს ლიმონიანი წყლის დალევის შემდეგ არ იწმენდთ, თქვენი კბილები საფრთხეშია.
თუმცა, ლიმონიან წყალზე უარის თქმა სრულად არ მოგიწევთ. რეკომენდებულია შეამციროთ მიღების რაოდენობა და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ.
სასურველი შედეგის მისაღებად, გთავაზობთ სხვა სასმელების
მწვანე ჩაი - კალორიებს ფაქტობრივად არ შეიცავს. ექსპერტების შედეგებით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამენ მწვანე ჩაის, ნაკლებს იწონიან. სასმელი ყოველგვარი დანამატის გარეშე დალიეთ, რადგან სხვაგვარად დაგიზიანებთ ღვიძლს.
ცივი წყალი - ცივი სასმელები ორგანიზმს მეტი ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება, ამ დროს კი მეტი რაოდენობით კალორია იწვის. თუ ყოველდღიურად 3 ჭიქა ცივ წყალს დალევთ, დაწვავთ უამრავ კალორიას.
ყავა - თუ სპორტდარბაზში წასვლამდე ან სახლის პირობებში ვარჯიშამდე 3 ჭიქამდე ყავას დალევთ, სხეული ზედმეტ ცხიმებს დაწვავს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ყავა რძისა და შაქრის დამატების გარეშე უნდა დალიოთ.
ანა გარელი