სახლში მოსამზადებელი ნიღაბი მოგაშორებთ ნაოჭებს და კანს ყოველგვარი ბოტოქსის გარეშე დაჭიმავს!
ნიღაბი 4 ინგრედიენტისგან შედგება: ავოკადო, კაკაო, თაფლი და დარიჩინი.
თაფლი - უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობას, ჰმატებს სინაზესა და ელასტიურობას.
კაკაო - შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კოლაგენების გამოიმუშავებენ.
ავოკადო - სიბერის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ნაოჭებს აქრობს და ებრძვის მათ წარმოქმნას.
დარიჩინი - შეიცავს უნიკალურ ეთერზეთს, რომელიც ეფექტური ნატურალური ტონიკის მსგავსად მოქმედებს.
რეცეპტი:
- ავოკადო
- 3 ს.კ. კაკაოს
- 2 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
მომზადების წესი:
აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული ნიღაბი წაისვით სახის კანზე. 25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.
ანა გარელი