31 მარტი, 2017
შეინარჩუნეთ ჯანმრთელი და თეთრი კბილები, შეაჩერეთ დაბზარვის პროცესი - ტიბეტელი ბერების საიდუმლო
ტიბეტი ცნობილია უძველესი სამკურნალო რეცეპტებით, რომლებიც დღესაც აქტუალური და თამამად შეიძლება ითქვას, უფრო შედეგიანიც არის.

ტიბეტელი ბერების ჯანმრთელობის საიდუმლოთი დღესაც მთელი მსოფლიოა დაინტერესებული.

როგორ ინარჩუნებენ ტიბეტელი ბერები ჯანმრთელ და ქათქათა კბილებს? თურმე ძალიან მარტივად.

ინგრედიენტები:

½ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი.
1 სადილის კოვზი მარილი.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

ოთახის ტემპერატურის ერთ ჭიქა ანადუღარ წყალში გახსენით ერთი სადილის კოვზი მარილი, დაასველეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიწმინდეთ კბილები. გაწმენდის შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ გრილი წყალი.

გამოიყენეთ ეს მეთოდი ყოველი ჭამის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, დღეში 2-ჯერ მაინც.

თავდაპირველად შეიძლება დისკომფორტი იგრძნოთ. თუმცა ეს პროცედურა, ასევე, გავლენას ახდენს ცივისა და ცხელის მიმართ მგრძნობიარე კბილებზე და ცოტა ხანში ამ პრობლემასაც მოაგვარებთ.

ეს რეცეპტი:

ამაგრებს კბილის მინანქარს.

ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს პირის ღრუში.

აჩერებს კბილების დაბზარვის პროცესს.

რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირის ღრუს სავლები საშუალება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS