30 მარტი, 2017
შოკოლადი ტვინის ტრავმასაც შველის - ეს უნდა იცოდეთ
შოკოლადის შესახებ ბევრი მითი არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია, რომ ის ასუქებს და ვნებს ჯანმრთელობას.

თუმცა შოკოლადის სასარგებლოდ ბევრი ფაქტი მეტყველებს. აი, რამდენიმე მათგანი:

შოკოლადი ეხმარება გულსა და სისხლძარღვებს

შავი შოკოლადი აღადგენს არტერიების ელასტიკურობას და ლეიკოციტებს მის კედლებზე დალექვის და შესაბამისად, დაცობის საშუალებას არ აძლევს. ამ ცირკულაცია ძლიერდება, სისხლი თავისუფლად მოძრაობს, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

მდიდარია მინერალებით

სასიამოვნო გემოსთან ერთად შოკოლადი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით. შოკოლადში უხვადაა კალიუმი, თუთია, სელენი.

ხელს უწყობს გახდომას

გავრცელებულია აზრი, რომ
შოკოლადი ასუქებს, თუმცა სპეციალისტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ შავი შოკოლადი ორგანიზმს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ეხმარება. ეს როგორ ხდება? საქმე ის არის, რომ შავი შოკოლადი, მცირე რაოდენობითაც კი, საიმედოდ ახშობს ტკბილეულისა და მსუყე საკვების მოთხოვნილებას.

შოკოლადი ტვინის ტრავმასაც კი შველის

შავი შოკოლადი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო კომპონენტებს, რომლებიც გარკვეული ხარისხით აღადგენენ დაზიანებულ ტვინს. შოკოლადში შემავალი ინგრედიენტი ფლავონოლი ამცირებს მეხსიერების დაქვეითების რისკს. ძალიან სასარგებლოა ტვინის შერყევის მკურნალობისას.

და კიდევ, ის, რომ შოკოლადი დეპრესიას შველის ყველამ იცის.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS