28 მარტი, 2017
სასწაულმოქმედი სასმელი - ამარცხებს დეპრესიას, ტკივილსა და ანთებას
დღეს დეპრესია გავრცელებული ემოციური მდგომარეობაა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ დაავადების მიზეზი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ის შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც არა მარტო ებრძვის დეპრესიას, არამედ ამარცხებს ტკივილსა და ანთებით პროცესებს.

ინგრედიენტები:

თაფლი.
წყალი.
2 ლიმონი.
5-7 თამარინდი.
1 ჩაის კოვზი კურკუმა.

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ქვაბი აავსეთ წყლით, ჩაყარეთ მასში კურკუმა და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. როცა წყალი გაყავისფერდება, ცეცხლიდან გადმოდგით. მიღებული სითხე და თამარინდი
მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ.

ბლენდერის მეშვეობითვე დააქუცმაცეთ ლიმონი და აურიეთ მთავარ მასაში. მიღებული სასმელი ჩაასხით დოქში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS