27 მარტი, 2017
აი, რა უნდა მიირთვათ, თუ გსურთ 95 წლამდე იცოცხლოთ
ხალხის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმა ეს მხოლოდ 10-20%-ის შემთხვევაში, დანარჩენი 80-90% კი ჩვენი ცხოვრების წესსა და დიეტაზეა დამოკიდებული.

თანამედროვე ადამიანის ნაადრევი სიკვდილისა და ქრონიკული დაავადებების მიზეზი ხშირად, სწორედ ტიპიური დიეტაა.

სიცოცხლის გახანგრძლივობისთვის, სულ 4 წესის დაცვა მოგიწევთ:

- არ მოწიოთ.

- ზედმეტად არ დანაყრდეთ.

- დაკავდით სპორტით, დღეში თუნდაც ნახევარი საათით (ითვლება ფეხით გასეირნებაც).

- იკვებეთ სწორად - მეტი ხილი, ბოსტნეული და ყველანაირი მარცვლეული, მაგრამ ნაკლები ხორცი.

თანამედროვე სამყაროში ადამიანები 4 ძირითადი მიზეზით იღუპებიან: Cry Frown

1. გულის
დაავადებები.

2. ალცჰაიმერის დაავადება.

3. ინსულტი.

4. ფილტვების სიმსივნე.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ რაციონში მცენარეული საკვების დოზის გაზრდას ყველა ჩამოთვლილი დაავადების რისკის შემცირება შეუძლია.

რომელი საკვებია რეკომენდებული ყოველდღიურ რაციონში, ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის:

- ყვავილოვანი ბოსტნეული - ბროკოლი, ბრიუსელის, თეთრი ან ყვავილოვანი კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, წიწმატი და ა.შ.

- მწვანილი - სალათი, მჟაუნა, ისპანახი, წითელი მხალი და ა.შ.

- ბოსტნეული - სატაცური, ჭარხალი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო, სიმინდი, ყაბაყი, ნიორი, სოკო, ხახვი, კვახი, ბარდა, კარტოფილი, პომიდორი.

- პარკოსნები - ლობიო, ძაძა, სოიო, თურქული ბარდა, ბარდა, ოსპი, ტოფუ და ა.შ.

- კენკრა - ყურძენი, მაყვალი, ალუბალი, ჟოლო, მარწყვი და ა.შ.

- ხილი - ვაშლი, გარგარი, ავოკადო, ბანანი, ნესვი, ლეღვი, გრეიფრუტი, კივი, ლიმონი, ლაიმა, ლიჩი, მანგო, ფორთოხალი, პაპაია, ატამი, მსხალი, ანანასი, ქლიავი, ბროწეული, მანდარინი, საზამთრო.

- სელის მარცვლები - დღეში 1 ს.კ.

- ნიგოზი - ნუში, კაკალი და ა.შ.

- სანელებლები - ნებისმიერ კერძს ყოველდღე უნდა დაუმატოთ, ჩ.კ.-ს მეოთხედი კურკუმა.

- მანი, მაკარონი, პური.

- წყალი - დღეში 5 მოზრდილი ჭიქა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS