24 მარტი, 2017
ფრჩხილის სოკო - შეხვდით ცხელ სეზონს ლამაზი ფრჩხილებით
ლამაზი ფრჩხილები და მოვლილი ტერფები განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხელი სეზონის მოახლოებისას.

ფრჩხილის სოკო მარტო ვიზუალურად როდია უსიამოვნო, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, მას შეუძლია ჯანმრთელობასაც მიაყენოს ზიანი.

ამ მარტივი რეცეპტებით ფრჩხილის სოკოს ადვილად დაამარცხებთ.

1. 1 კოვზი ნიშადურის სპირტი ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ.

დაასველეთ ამ ნაზავში ბამბის ქსოვილი და შემოიხვიეთ დაზიანებულ მონაკვეთზე, შეიფუთეთ ცელოფნით და ჩაიცვით წინდა.
პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე ხუთი დღის განმავლობაში.

2. შეგიძლიათ მოამზადოთ მალამო:

ერთი უმი კვერცხი,
1 სადილის კოვზი ძმარი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი დიმეთილფტალატი აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა საღამოს წაისვით დაზიანებულ ზედაპირზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და ჩაიცვით წინდა.

ხუთ დღეში სოკო უკან დაიხევს, ძველი ფრჩხილი თანდათან მოგშორდებათ და მის ადგილს ჯანმრთელი ფრჩხილი დაიკავებს.
მალამო მაცივარში შეინახეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
პაატა
რამდენი საათი უნდა გვქონდეს ცელოფანი შემოხვეული 1 შემთხვევაში და რამდენი საათი- 2 შემთხვევაში? გთხოვთ დაწვრილებით გვიპასუხოთ ამ პროცედურის შესახებ
16:43 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS