24 მარტი, 2017
როგორ შეაჩეროთ სიბერე - ტოპ 7 პროდუქტი, რომლებიც გაბერებთ
სტომატოლოგებმა, დერმატოლოგებმა და დიეტოლოგებმა გაარკვიეს, რომელი პროდუქტები გვმატებს ასაკს და რით შეიძლება მათი ჩანაცვლება.

1. თეთრი ღვინო
არაფერი აბერებს ადამიანს ისე, როგორც ყვითელი, ლაქებით დაფარული კბილები და ამაში მთავარი დამნაშავე ალკოჰოლია.
თუ თეთრი ღვინოს დალევის შემდეგ კბილის გახეხვავს მაშინვე ვერ ახერხებთ, მაშინ პირის ღრუში წყალი მაინც გამოივლეთ, რათა შაქარი და მჟავა ჩამოირეცხოთ.

2. იოგურტი
უდავოა, რომ ნატურალური იოგურტი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ხშირად მწარმოებლები იოგურტს დიდი რაოდენობით შაქარს უმატებენ, ჭარბი რაოდენობით შაქარი კი კანს აბერებს.

ეცადეთ შეარჩიოთ
ნაკლებად ტკბილი ნატურალური იოგურტი და მიირთვით ახალ ხილთან ერთად.

3. მშრალი ხილი
უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად, ჩირს ნაკლიც აქვს. ზოგიერთი მათგანი ბევრ შაქარს შეიცავს და კბილებში რჩება, იწვევს ნადებსა და კარიესს.

არჩევანი შეაჩერეთ ახალ ხილზე, და თუ ჩირი მოგესურვებათ, მირთვების შემდეგ გაიწმინდეთ კბილები ან უშაქრო საღეჭი რეზინი დაღეჭეთ.

4. ლიმონათი
ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის სასარგებლო ლიმონს, კბილის ემალზე დამანგრეველი გავლენა ქვს. ლიმონათის დალევა კი ორმაგად სარისკოა, რამდენადაც შეიცავს შაქარსაც, ამიტომ კბილებთან ერთად აფუჭებს კანსაც.

5. მარგარინი
შეიცავს დიდი რაოდენობით ტრანს-ცხიმებს, რაც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გამოყოფას უწყობს ხელს. თავისუფალი რადიკალები აზიანებს ორგანიზმის ქსოვილებს, არღვევს ნორმალურ ბიოქიმიურ პროცესებს, იწვევს ნაადრევ დაბერებას და სხვადასხვა დაავადებებს, როგორებიცაა: ათეროსკლეროზი, ართრიტი, გულის დაავადებები, პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერი და სხვ.

6. ბეკონი
ცხიმიანი ხორცის პროდუქტები, კოლაგენის გამომუშავებას აფერხებს და კანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. იწვევს ორგანიზმის გაცხიმოვნებას, რაც სიბერის პროცესს აჩქარებს. თუ ბეკონის ნაჭერს მიირთმევთ, პარალელურად დალიეთ ბევრი წყალი და სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

7. ყავა
კბილის ემალზე დამანგრეველ გავლენას ახდენს, კბილებს ყვითელ შეფერილობას სძენს. და თუ შაქარსაც დაუმატებთ, კარიესსაც გამოიწვევს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS