23 მარტი, 2017
რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება დღეში ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე - მედიკოსების რჩევები
ცუდი ამინდი, ძილის ნაკლებობა, ბევრი სამუშაო და მორიგი ფინჯანი ყავის დრო დგება.

წიგნის "ჯანმრთელობის გენეტიკა" ავტორი, ქირურგი, ონკოლოგი და ოჯახის ექიმი, შარადა პოლი საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როცა ზედმეტად დიდი რაოდენობით ყავას სვამთ, როგორ გავლენას ახდენს ეს ადამიანის ორგანიზმზე.

ექიმის რჩევით ყავის მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კოფეინის გამომაფხიზლებელ ფუნქციას მწვავედ აღიქვამენ.

"ადამიანები კოფეინს სხვადასხვა სიჩქარით ითავისებენ. მათთვის, ვის ორგანიზმშიც კოფეინის გარდაქმნა ნელა ხდება, გულის შეტევის რისკი იზრდება, როცა დღეში 2
ჭიქაზე მეტ ყავას მიიღებენ. ხოლო, როცა ყავა ორგანიზმში სწრაფად გარდაიქნება, პირიქით, გულის შეტევის რისკი იკლებს, თუ დღეში მინიმუმ 1 ჭიქა ყავას დალევენ".

პოლი იმასაც ამატებს, რომ კოფეინი დღეში საშუალოდ 300-400 მგ-მდე უნდა დაარეგულიროთ. ამ დოზის რეკომენდაციას ის ნებისმიერი ადამიანისთვის იძლევა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS