23 მარტი, 2017
ტკივილი ხერხემლის არესა და ფეხებში, ზურგის ტკივილი - რა შეუძლია შავქლიავსა და გარგარს
ბევრს აწუხებს აუტანელი ზურგის ტკივილი, ტკივილი ხერხემლის არესა და ფეხებში. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს, მაგალითად, ოსტეოართრიტი, სახსრების ანთება, ბურსიტი, პოდაგრა და რევმატული სახსრები, ასევე, დაჭიმვა, გადაძაბვა ან ტრავმები.

რა თქმა უნდა, მიზეზს სპეციალისტი დაადგენს და შესაბამის დანიშნულებასაც მოგცემთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სახალხო მკურნალების რჩევებსაც გაითვალისწინებთ.

ტკივილი პერიოდულად ნელდება და მწვავდება. გამწვავების პერიოდში ტკივილი შე
დარებით რომ შეგიმსუბუქდეთ და ამასთან, ხანგრძლივობაც რომ შემცირდეს:

ორი თვის განმავლობაში ყოველდღე ძილის წინ ლეღვი, გარგარი და 5 შავქლივი მიირთვით. ცოცხალი ხილის შემოსვლამდე შეგიძლიათ ჩირი გამოიყენოთ.

ეს პროდუქტი მდიდარია ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ქსოვილისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით.

რაც მთავარია, ეს საკვები ნივთიერებები საგრძნობლად შეგიმსუბუქებენ ტკივილს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS