23 მარტი, 2017
მწვანე ჩაი - დატენიანებული, გლუვი კანი ნაოჭების გარეშე
ეს პროცედურა სახის კანს სასარგებლო ნივთიერებებით ამარაგებს, ღრმად ატენიანებს, უბრუნებს სიგლუვესა და ჯანმრთელ ფერს და რაც მთავარია, აშორებს წვრილ ნაოჭებს. ამისთვის სულ 15-20 წუთი დაგჭირდებათ.

მწვანე ჩაის ფოთლები ყავის საფქვავით დაფქვით. უნდა შეარჩიოთ კარგი ხარისხის ფოთლები, მტვრისა და მინარევების გარეშე.
დაფქული ჩაისგან უნდა მოამზადოთ მაცერატი - ზეთოვანი გამონაწური, რომელიც მაქსიმალურად გამოწურავს ფოთლებიდან სასარგებლო ნივთიერებებს.

ამისთვის დაფქულ ჩაის დაასხით ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ან შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზე შემოდგათ ს
ამი საათის განმავლობაში.

ამ ხნის განმავლობაში ზეთი მწვანე ჩაის ფოთლებში არსებულ ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიწოვს, რომელიც ზეთის საშუალებით გაცილებით ადვილად შეაღწევს კანში.

აღნიშნული დროის შემდეგ მასა მოათავსეთ ჭურჭელში, რომელშიც სკრაბი უნდა მოამზადოთ და დაუმატეთ სიმინდის ფქვილი იმდენი, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

მიღებული მასა წაისვით სველ სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ აკურატული, მსუბუქი წრიული მასაჟისებური მოძრაობებით მოიშორეთ.

ნიღაბი-სკრაბი კვებავს და არბილებს კანს, ამარაგებს მას მინერალებითა და ვიტამინებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS